|
2015-08-03 14:01:08, 617 ნახვა
საზოგადოება
მავნებლებით დაავადებული და ზეხმელი ხეების მოჭრის პროცესი დაიწყო
თბილისსა და მის შემოგარენში მავნებლებით დაავადებული და ზეხმელი ხეების მოჭრის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, ხეების მოჭრას ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შპს „სინათლის ქალაქი“ განახორციელებს. სამუშაოები დღეს კუს ტბის ტერიტორიიდან დაიწყო. პროცესის დეტალები თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა ჟურნალისტებს გააცნო. ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, ხეების მოჭრის პროცესი მთელი აგვისტოს განმავლობაში გაგრძელდება. „დაავადებული და ზეხმელი ხეების ჩანაცვლების პროცესი ოქტომბრიდან დაიწყება და ადგილობრივი გარემოს მიმართ რეზისტენტული სახეობების ხე-მცენარებიით განაშენიანდება. ჩანაცვლებისას გათვალისწინებული იქნება გასაშენებელი ადგილის სპეციფიურობა. მოჭრილი ხეები კი სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დაურიგდება“, - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა. ქართველი და უცხოელი ექსპერტების დასკვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე თბილისის ფერდობებზე ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს დაავადებული ხეების მონიშვნის სამუშაოები. დღეის მდგომარეობით მონიშნულია 5508 სხვადასხვა სახეობის წიწვოვანი ხე. დაავადებული და ზეხმელი ხეების ჩანაცვლების პროცესი ოქტომბრიდან დაიწყება და გამოთავისუფლებული ადგილები კლიმატის ცვლილებისა და ადგილობრივი გარემოს მიმართ რეზისტენტული სახეობების ხე-მცენარეებით განაშენიანდება. ჩანაცვლებისას გათვალისწინებული იქნება გასაშენებელი ადგილის სპეციფიურობა. პრიორიტეტი მიენიჭება საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღისა და ბოტანიკის ინსტიტუტის მიერ რეკომენდებულ ადგილობრივ სახეობებს - ქართულ მუხას, რცხილას, იფანს, აკაკის, საპნის ხეს, ნეკერჩხალს და სხვა. ღონისძიებები განხორციელდება კომპლექსურად და გრძელვადიან შედეგებზეა გათვლილი. აღნიშნული ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეზღუდავს დედაქალაქში მცენარეთა მავნებელი დაავადებების გავრცელებას და შესაბამისად, ქალაქის მასშტაბით, მცენარეული საფარის ხმობას შეაჩერებს. 2013-2015 წლებში ქართველი და უცხოელი ექსპერტების კვლევებზე დაყრდნობით თბილისის შემოგარენის ფიჭვების კვლევისას დაფიქსირდა შემდეგი მავნებლები: ქერქიჭამიები, ლაფნიჭამიები, ხარაბუზები (Tomicus piniperda, Tomicus minor, Ips acuminatus, Ips sexdentatus), აგრეთვე დაავადების გამომწვევი სოკოები (Elytroderma sp., Elytroderma torresjuanii, Lophodermium sp.) რომელთაც დააჩქარეს დასუსტებული ხეების ხმობის პროცესი. 2015 წელს თბილისის მერიის მიერ განხორციელდა თბილისსა და მის შემოგარენში არსებული ფიჭვნარების დეტალური კვლევა და ფიტოსანიტარული მდგომარეობის შეფასება.
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)