|
2015-08-03 12:03:40, 520 ნახვა
საზოგადოება
ივლისის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან განხორციელდა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში ტურისტთა რაოდენობა გაიზარდა. როგორც ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, 2015 წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოს 737 696 საერთაშორისო მოგზაური ეწვია და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9, 5 %-ით გაიზარდა. ამასთან, იმ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, წინა წლის ივლისის თვესთან შედარებით 2,2%-ით არის გაზრდილი. 2015 წლის ივლისში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან (+12%) , აზერბაიჯანიდან(+7,9%), სომხეთიდან (+11,9%), რუსეთიდან (6,6%) და უკრაინიდან (0,6%) განხორციელდა. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო მოგზაურების ზრდა დაფიქსირდა 7 თვის მონაცემებითაც. საერთაშორისო მოგაზაურების ჯამურმა რაოდენობამ 3069 999 შეადგინა, ზრდა კი 4,9 %-ია. როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, 7 თვის მონაცემებით პოზიტიური ტენდენცია ევროკავშირის ქვეყნებიდან ნარჩუნდება. მისივე თქმით, მათგან ზრდის კუთხით გამოირჩევა ლიტვა(+23%), ჩეხეთი(+23%), დიდი ბრიტანეთი(+15%) გერმანია (+15%), ლატვია (+15%) და ნიდერლანდები (+15%). სხვა ქვეყნებიდან კი ზრდის თვალსაზრისით აღსანიშნავია ყაზახეთი ,არაბეთის გაერთიანებული საემიროები და საუდის არაბეთი. „აღსანიშავია, რომ აპრილიდან მოყოლებული ზედიზედ საერთაშორისო მოგზაურების ზრდა ფიქსირდება. თუ აპრილში ზრდა მხოლოდ 0,4% შეადგენდა, მაისში 14,7%, ხოლო ივნისში 9,3% შეადგინა“,-აღნიშნა ჩოგოვაძემ. მისივე ინფორმაციით, უცხოური საგადასახადო ბარათებით გადახდების მოცულობაც გაიზარდა, აპრილში +47%, მაისში +43%, ივნისში კი 24%-ით. „აღსანიშნავია, რომ რეგიონში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციით გამოწვეული საერთაშორისო მოგზაურების შემცირების დაფიქსირებისას მოხდა, კლების ანალიზი და შესაბამისად განისაზღვრა ბაზრების დივერსიფიკაციის აუცილებლობა. შედეგად ჩამოყალიბდა ახალი სამოქმედო გეგმა. გეგმის მიხედვით უდიდესი აქცენტი იმ საერთაშორისო აქტივობებზე გაკეთდა, რომელიც ახალი ბაზრებიდან მოგზაურების გაზრდას გაუკეთებდა სტიმულირებას და უკვე ათვისებულ ბაზრებზე სიტუაციას გამოასწორებდა. გატარდა შემდეგი ღონისძიებები. მარკეტინგული კამპანიები მიზნობრივ ბაზრებზე (რუსეთი, უკრაინა, ბელორუსი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ლატვია, უნგრეთი, ისრაელი, თურქეთი) მარკეტინგული კამპანიების საერთაშორისო მედიის საშუალებით“ სი-ენ-ენ“-ზე და „ევრონიუსზე“ 300-მდე ჟურნალისტის მოწვევა, მედია ფორუმი, მოლაპარაკებების წარმოება ახალი პირდაპირი რეისების დასანიშნად და არსებულის გასაზრდელად“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)