18:23 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-02 15:16:57, 1616 ნახვა

პოლიტიკა
ჭიაბერაშვილი ფინანსთა მინისტრს - კორონავირუსთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება მხოლოდ ერთი თვის შემდეგ რატომ დაიწყო?

„მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა გეგმა დაამტკიცა 28 იანვარს და ხოლო ფინანსთა მინისტრმა შესაბამისი ღონისძიებების გადადგმა მხოლოდ ერთი თვის შემდეგ 28 თებერვალს დაიწყო“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ფინანსთა მინისტრმა მებაჟებისთვის შესაბამისი სამედიცინო ეკიპირების შეძენის ბრძანება მხოლოდ მას შემდეგ გასცა, როდესაც ქვეყანაში COVID-19 დაფიქსირდა.

„ფინანსთა მინისტრს „ევროპული საქართველო“ კითხვით მიმართავს, რას აკეთებდა ის იმ დროის განმავლობაში, როდესაც მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა გეგმა დაამტკიცა 28 იანვარს და ხოლო ფინანსთა მინისტრმა შესაბამისი ღონისძიებების გადადგმა მხოლოდ ერთი თვის შემდეგ 28 თებერვალს დაიწყო. მას სემდეგ რაც 27 თებერვალს საქარტველოში კორონავირუსის პირვბელი შემთხვევა დაფიქსირდა. ჩვენ გელთ გვაქვს ივანე მაჭავარიანის 27 თებერვლის ბრძანება რომლის საფუძველზეც შემოსავლების სამსახურმა, ფინანსთა სამინისტროს ქვემდებარე, მიმართა შესყიდვების სამინისტროს, რომ შეძენილი იქნას შესაბამისი სამედიცინო ეკიპირება მებაჟეებისთვის, რომელთა მოვალეობა არის სასაზღვრო გამსვებ პუნქტებზე ყველა იმ ადამიანის შემოწმება, ორმელიც საქართელოში შემოდის“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics