|
2020-02-28 11:33:14, 907 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა სტრასბურგში, საქართველოს თავმჯდომარეობის ეგიდით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მაღალი დონის კონფერენცია გახსნა
გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების შესახებ მაღალი დონის კონფერენცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩთან და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, რიკ დაემსთან ერთად გახსნა. კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის ურთიერთკავშირის მნიშვნელობაზე, ასევე სტრატეგიის შემუშავებაზე, რომელიც წევრ სახელმწიფოებს ხელს შეუწყობს შეასრულონ გარემოს დაცვის სფეროში მათზე დაკისრებული ვალდებულებები. „კლიმატის ცვლილება, გარემოს დაბინძურება და ეკოსისტემის გაუარესება გავლენას ახდენს ადამიანის უფლებებზე; შესაბამისად, საჭიროა ფართო მასშტაბის თანამშრომლობა ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის. საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება ეროვნულ კანონმდებლობაში სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გარემოს დაცვის ეფექტიანი მექანიზმების დასანერგად. ჩვენ, როგორც ევროპული სახელმწიფო, ვიზიარებთ ევროპულ ღირებულებებს როგორებიცაა - ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა. ეს ღირებულებები მჭიდროდ არის დაკავშირებული საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე გარემოს დაცვასთან. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ დავიცვათ ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის უმაღლესი სტანდარტები ჩვენი ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის. პროგრესის მიუხედავად ჩვენ გვესმის, რომ გარემოსა და კლიმატის მდგომარეობა კვლავ გამოწვევად რჩება როგორც საქართველოსთვის ასევე, ევროსაბჭოს ყველა წევრი ქვეყნისთვის. ამ გამოწვევების დასაძლევად მნიშვნელოვანია უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ქვეყნებს შორის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. კონფერენციის დასასრულს, საქართველოს პრეზიდენტობით, მიიღეს საერთო დეკლარაცია, რომელიც შეეხება გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების საკითხზე მინისტრთა კომიტეტის ერთიან პოზიციას. კონფერენციას ევროპის საბჭოს 47 ქვეყნის უმაღლესი რანგის წარმომადგენელი და მინისტრი დაესწრო. კონფერენციაზე, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ევროსაბჭოს შესაძლებლობები ეკოლოგიური რისკებისა და საგანგებო სიტუაციების დაძლევის კუთხით შეფასდა. აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებები ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და როგორც ნოვატორულმა იდეამ, მაღალი შეფასება დაიმსახურა ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობისა და თავად ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მხრიდან.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)