00:45 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-27 20:00:51, 1575 ნახვა

საზოგადოება
11 პაციენტიდან კორონავირუსი ხუთს არ დაუდგინდა დანარჩენის დიაგნოზი მოგვიანებით გახდება ცნობილი

11 პაციენტიდან 5-ს გაუკეთდა მყისიერი კვლევა კორონავირუსზე და პასუხი უარყოფითია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, დარჩენილი 6 პაციენტის კვლევის პასუხების შესახებ ინფორმაცია ან გვიან ღამით ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.
"ჩატარებული ტესტირებით ვისთანაც ჩატარდა, არცერთს არ დაუდგინდა კორონავირუსი. 5 პაციენტს ჩაუტარდა კვლევა და ნეგატიურია პასუხი, დანარჩენი წაღებულია ლუგარის ლაბორატორიაში და კვლევა ტარდება. პასუხი არ ვიცი დღეს მოგვიანებით იქნება თუ ხვალ დილით. 
დღეს გამოკვლეული პაციენტები იტალიიდან არიან ჩემოსულები, ერთი მათგანი იტალიის მოქალაქეა დანარჩენი საქართველოს მოქალაქეები არიან." - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისი ინფორმაციით, ყველა პაციენტის მდგომარეობა რომლებიც ბოქსებში იმყოფებიან დამაკმაყოფილებელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics