2020-02-27 14:41:38, 2067 ნახვა
საზოგადოება
„ანას ბაღთან“ მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა სასამართლომ შეაჩერა
თბილისის საქალაქო სასამრთლომ მიიღო გადაწყვეტილება „ანას ბაღთან“ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის შეჩერების შესახებ, — მოსამართლემ, ანა ჩხეტიამ დღეს დააკმაყოფილა მოქალაქეთა ეს მოთხოვნა და საქმის განხილვის დასრულებამდე მშენებლობა შეჩერა.
როგორც მოსარჩელეთა წარმომადგენელმა, ადვოკატმა, მუხრან ხურწკაიამ განაცხადა, სასამართლოში მოქალაქეები მშენებლობის ნებართვის ბათილობას მოითხოვენ, განხილვის დასრულებამდე კი – მშენებლობის შეჩერებას.
„სასამართლომ შეაჩერა მშენებლობის ბრძანება, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. ეს არის დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიება, სანამ არ დამთავრდება საქმე, მშენებლობა შეჩერდა" - ადვოკატი მუხრან ხურწკაია
ავტორი: ექსპრესნიუსი,