|
2020-02-25 14:53:18, 1235 ნახვა
საზოგადოება
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისთვის რეკომენდაციები მუშავდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი აზიის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ინსტიტუტის (IDACA) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ექსპერტს, ტერუნუმა ჰიროშის და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) წარმომადგენლებს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობისთვის სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. როგორც შეხვედრაზე გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში კოოპერაციული მეურნეობების განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და, შესაბამისად, იაპონიის მხრიდან ექსპერტული დახმარება მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე მხარეებმა რეკომენდაციების შემუშავების საკითხები განიხილეს. სამინისტროს უწყების „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“ და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA), ერთობლივი პროექტის „ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა საქართველოში“ ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისათვის რეკომენდაციების შემუშავება მიმდინარეობს, რომლის პრეზენტაციაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 28 თებერვალს გაიმართება. შეხვედრას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და უწყების შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)