02:04 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-24 14:45:36, 22247 ნახვა

კულტურა
მიხეილ ჩხენკელი: საქართველოს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ევროპული კულტურისა და ევროპული ფასეულობების შექმნაში

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და თბილისის მერმა კახი კალაძემ, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტის რანგში  ხელი მოაწერეს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის  თანამშრომლობის მემორანდუმს.

მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და   საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის თანამშრომლობა წარიმართება შემდეგი მიმართულებებით:

• კულტურული მარშრუტების პროგრამის განვითარება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;

• ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ჩართულობა ახალი კულტურული მარშრუტების შექმნაში, კულტურული ტურიზმის მიმართულებით ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში;

• საინფორმაციო, მეთოდოლოგიური და სხვა სახის ინფორმაციის გაცვლა;

• პარტნიორობა კულტურული ტურიზმის, კულტურული მარშრუტების მიმართულებით საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებაში;

• საზოგადოებრივი საინფორმაციო კამპანიების ორგანიზება ადგილობრივი კულტურული ტურიზმისა და ადგილობრივი კულტურული მარშრუტების შექმნაში;

• ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა გადამზადება, ადგილობრივი კულტურული ტურიზმისა და ადგილობრივი კულტურული მარშრუტების მართვის სფეროში.

„ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის  თანამშრომლობის მემორანდუმი ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით მძლავრი სტიმული იქნება. ჩვენი ქვეყნის სტუმრები შეძლებენ აღმოაჩინონ საქართველო, როგორც უმდიდრესი კულტურისა და დიდებული ისტორიის ქვეყანა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ისტორია, კულტურული მემკვიდრეობა,  კულტურა – ჩვენი მთავარი საგანძურია და ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი სტუმრები შეძლებენ  თვალნათლივ დაინახონ, რომ საქართველო არა მხოლოდ ევროპის ნაწილია, არამედ ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ევროპული კულტურისა და ევროპული ფასეულობების შექმნაში.

კულტურული მარშრუტები ევროსაბჭოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული პროგრამაა  და მასში გაწევრიანებულია 47 ქვეყანა. ამ პროგრამაში საქართველოს  აქტიური ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანია და ჭეშმარიტად წინგადადგმული ნაბიჯია ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე. ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებასაც,  რომ პროგრამას საგანმანათლებლო  მნიშვნელობა აქვს და სამინისტრო შეიმუშავებს სპეციალურ პროექტებს სკოლის მოსწავლეებისა და უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის.  ეს, რასაკვირველია, მათ კიდევ უფრო გაუღრმავებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის ცოდნას და თითოეულ მათგანს სიამაყით აღავსებს. გარდა ამისა, პროგრამა ძალიან დიდ როლს შეასრულებს ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ცნობისთვის, კულტურული მარშრუტები ევროპის საბჭოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელსაც საფუძველი 1987 წელს ჩაეყარა. დღეისათვის ევროპის საბჭოს მიერ სერტიფიცირებულია 38 მარშრუტი. თავად პროგრამაში კი გაერთიანებულია 47 სახელმწიფო.

კულტურული მარშრუტების პროგრამა მასობრივი პროექტების განხორციელების გზით ხელს უწყობს მდგრად განვითარებას, აძლიერებს მემკვიდრეობასთან წვდომის დივერსიფიცირებულ ფორმებს. მარშრუტების ქსელში ჩართულია 1600-ზე მეტი ინსტიტუცია, რაც ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ მმართველობებს, ასოციაციებსა თუ სხვადსხვა სოციალურ-ეკონომიკურ სუბიექტებს შორის სინერგიის საშუალებას იძლევა.

კულტურული მარშრუტების პროგრამას საქართველოში ეროვნულ დონეზე კოორდინაციას უწევს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც მისი ხელშეწყობისათვის აქტიურ კამპანიას ახორციელებს. აღნიშნული მემორანდუმიც კულტურული მარშრუტების ქსელის გაფართოებას ემსახურება.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics