|
2020-02-24 11:51:45, 3267 ნახვა
მსოფლიო
ისრაელმა სირიასა და პალესტინაზე საჰაერო იერიში მიიტანა
ისრაელმა სირიასა და პალესტინაში საჰაერო იერიში მიიტანა, ღაზას სექტორი და სამხრეთ დამასკო დაიბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი" აქვეყნებს. ისრაელის მთავრობის ცნობით, სირიაში დაიბომბა ტერიტორია, რომელიც დაჯგუფება „ისლამურ ჯიჰადს“ ეკუთვნის. როგორც ცნობილია, ავიაიერიშის შედეგად დაჯგუფების ორი წევრი გარდაიცვალა. „ისლამური ჯიჰადის“ ინფორმაციით, ისინი გარდაცვლილების გამო სამაგიეროს გადახდას აპირებენ. ისრაელის ხელისუფლების თქმით, „ისლამური ჯიჰადის“ ერთ-ერთი გარდაცვლილი წევრი ღაზას სექტორში, ისრაელის სასაზღვრო ზოლთან ასაფეთქებელი ნივთიერების განთავსებას ცდილობდა. პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა და სხვა გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ ორი სხვა პალესტინელი ისრაელის სამხედროებმა ცეცხლსასროლი იარაღით მაშინ დაჭრეს, როცა ისინი საზღვართან დაღუპულის ცხედრის გადატანას ცდილობდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)