|
2020-02-24 10:42:33, 932 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს,რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს და ადგილობრივი თვითმმართველობების ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს, შოთა რეხვიაშვილს, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს და ადგილობრივი თვითმმართველობების ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა. ქ. რუსთავში გამართულ შეხვედრაზე, თვითმმართველობის ორგანოების მიერ პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის აღსრულების კონტროლის მექანიზმებზე იმსჯელეს. „მუნიციპალიტეტებში არსებული სავაჭრო ობიექტების მონიტორინგზე პასუხისმგებელი თვითმმართველობების ორგანოები მუშაობას გააქტიურებენ პლასტიკის პარკების ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლების კონტროლზე. მისასალმებელია, რომ მეწარმეები, იმპორტიორები და სავაჭრო ქსელების მეპატრონეები პასუხიმგებლობას აიღებენ გარემოს დაცვაზე“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. როგორც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მუშაობა მიმდინარეობს მთავრობის დადგენილებით რეგულირებული, პლასტიკისა და ბიოდეგრადირებული პარკების ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. „თვითმმართველობის ორგანოებისა და თითოეული ჩვენგანის სოციალური პასუხისმგებლობაა, გარემოს დასაცავად განხორციელებული ქმედებები ეფექტიანი და შედეგის მომტანი იყოს“, - განაცხადა გუბერნატორმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)