|
2015-07-31 19:09:04, 529 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ არქივის ხელნაწერთა ფონდის 150 ხელნაწერს ახალი აღწერა გაუკეთდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის პროექტის - ხელნაწერთა ანალიტიკური კატალოგი - ფარგლებში ამ დროისათვის უკვე დაწვრილებით აღწერილია 150 ხელნაწერი. ეროვნულ არქივში დაცულია ქართულ ხელნაწერთა ერთ-ერთი დიდი ფონდი, რომელშიც 1000-მდე ხელნაწერი შედის. მათი აღწერილობა ბოლოს 1950 წელს დაიბეჭდა. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ პირველად გამოიცემა ხელნაწერთა ახალი აღწერილობის პირველი ტომი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას 100 ხელნაწერის შესახებ. 2014 წელს ხელნაწერთა აღწერილობის პირველ ტომზე მუშაობამ განსაკუთრებული შედეგი გამოიღო. ეროვნული არქივის ხელნაწერების აღმწერთა ჯგუფმა საზოგადოებას პალიფსეტური ფურცლების მთელი ფონდი წარუდგინა: რამდენიმე ხელნაწერში არსებული პალიმფსესტური ფურცლების რაოდენობა დაახლოებით 100 ფურცელს შეადგენს და თითოეული მათგანი ფასდაუდებელია. პირველი ასი ხელნაწერის ძირითად ნაწილს საღვთისმსახურო შინაარსის ტექსტების შემცველი ხელნაწერები სჭარბობდა, თუმცა იყო საერო ხასიათისაც. აღწერებზე მუშაობისას ძირითად პრობლემას ხელნაწერის სწორი იდენტიფიკაცია და დათარიღება წარმოადგენს, რასაც აღმწერთა ჯგუფმა წარმატებით გაართვა თავი. ამჟამად მეორე ტომზე მიმდინარეობს მუშაობა. ამ დროისათვის უკვე დასრულებულ ხელნაწერთა აღწერებში დაზუსტდა მნიშვნელოვანი დეტალები, გასწორდა ხარვეზები დათარიღებებსა და სათაურებში, დადგინდა ცალკეული ტექსტების რედაქციულობები, სრულად იქნა გამოტანილი ანდერძ-მინაწერები. თითოეულ ხელნაწერსა და მასში შემავალ ცალკეულ ტექსტს დაერთო საკუთარი ბიბლიოგრაფია. მიმდინარეობს მუშაობა საძიებლებსა და ლექსიკონზე. მეორე ტომში შემავალი ხელნაწერები ქრონოლოგიურად XII-XIX საუკუნეებს შორის მერყეობს. რასაკვირველია, არის როგორც სასულიერო (სახარება, სამოციქულო, სვინაქსარი, სადღესასწაულო და ა.შ.), მაგრამ ამჯერად სჭარბობს საერო შინაარსის ხელნაწერები: შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, თეიმურაზ Ι-ისა და ვახტანგ VI-ს ლექსები, სულხან-საბას „მოგზაურობა ევროპაში“, დემეტრე Ι-ის „შენ ხარ ვენახი“, ათასი სხვადასხვა „ანბანთქება“. ხელნაწერთა ანალიტიკური კატალოგის მეორე ტომზე მუშაობა წლის ბოლოსთვის დასრულდება.
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)