17:08 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-20 19:03:55, 11969 ნახვა

Lifestyle
კანადელი მოცურავე - როდესაც ჩემი ორიენტაციის შესახებ განვაცხადე, მივხვდი, რომ შემიძლია ის ვიყო, ვინც ვარ

კანადელმა მოცურავემ, მარკუს ტორმეიერმა, რომელიც 2016 წელს ოლიმპიადაზე კანადის სახელით ასპარეზობდა, საკუთარი ჰომოსექსუალურობის შესახებ განაცხადა.

"როდესაც საბოლოოდ დავუშვი ჩემს გარშემო აღმართული კედლები და თანაგუნდელებს გამოვუტყდი, ვგრძნობ , რომ როგორც იქნა შემიძლია ვიყო ის, რაც ვარ“, - ამბობს მარკუსი.

 საკუთარ ორიენტაციას მარკუსი თანაგუნდელებს დიდი ხნის განმავლობაში უმალავდა, რამაც ნერვულ აშლილობამდე მიიყვანა. სწორედ ამის შემდეგ საკუთარი ორიენტაციის გამჟღავნება გადაწყვიტა. საბედნიეროდ, თანაგუნდელებმა ეს განსჯის გარეშე მიიღეს.

„2015 წელს როდესაც ჩემს გუნდს პირველად შევუერთდი, გარკვეული მიზეზების გამო მინდოდა საიდუმლოდ შემენახა ის, რომ გეი ვიყავი. არ მიდნდოდა დაძაბულობა შემექმნა გუნდში. მეშინოდა, რომ არ მიმიღებდნენ. მეშინოდა მათი უარყოფითი რეაქციების.

ვფიქრობდი , რომ გამჟღავნება ხელს შეუშლიდა ჩვენი გუნდის ოლიმპიადაზე მოხვედრას. ასე რომ არ მინდოდა გამერისკა და სწორედ ამიტომ ორიენტაციაზე და პაემნებზე საუბარს უბრალოდ თავს ვარიდებდი და ავღმართე კედლები ჩემს გარშემო.

ყოველ თვე უფრო და უფრო რთული ხდებოდა გასახდელში, ჩემ თანაგუნდელებთან იმის დამალვა, რომ გეი ვიყავი. ამ ყველაფერმა ცუდი გავლენა იქონია ჩემს ვარჯიშზე, ჩემს ურთიერთობებზე თანაგუნდელებთან. გვიან მივდიოდი და ადრე მოვდიოდი“, - აღნიშნა მარკუსმა.

მისივე თქმით, მის ცხოვრებაში დადგა დრო, როდესაც გაანალიზა, რომ მზად იყო თანაგუნდელებისთვის თავისი ორიენტაცია გაემხილა და ასეც მოიქცა.

„ვფიქრობდი, რომ ჩემს მენტალურ პრობელემბს გამჟღავნება გამოასწორებდა, მაგრამ ჯერ კიდევ მეშინოდა. იმის მალვამ თუ ვინ ვიყავი, რეალურად იმდენად დამღალა და დამსტრესა, რომ საბოლოოდ გამანადგურა. თავს უიმედოდ ვგრძნობდი,მაგრამ ვიცოდი, რომ ასე ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებდი. არჩევანი კი ორი მქონდა საბოლოოდ დანებება და ხელის ჩაქნევა ან საკუთარი მომავლის უკეთესად წარმართვა და საბოლოოდ ასეც მოვიქეცი. ყოველთვის ვიცოდი, რომ მინდოდა საკუთარი თანაგუნდელებისთვის სიმართლე მეთქვა , მაგრამ ახლა ვიცოდი, რომ ამისთვის მზად ვიყავი.

არ ვარ დრამატული პიროვენება, არ მიდნდოდა სცენები მომეწყო და უბრალოდ ველოდებოდი მომენტს, რომ მეთქვა. ერთ დღესაც, როდესაც თანაგუნდელებთან საუბრის დროს ლაპარაკი ურთიერთობებზე ჩამოვარდა, მე ვთქვი, რომ ბიჭთან პაემანზე არასდროს ვყოფილვარ და ძალიან მეშინოდა ამის. მათ კი მიპასუხეს, რომ საშიში არაფერი იყო და ყველაფერი კარგად იქნებოდა თუ მე ვიქნებოდი ის, ვინც ვარ და ამით თავს კომფორტულად ვიგრძნობდი", - განაცხადა მარკუს ტორმეიერმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს
რუმინეთში, უკრაინის საზღვართან დრონი ჩამოვარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics