19:40 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-20 18:06:17, 1490 ნახვა

საზოგადოება
EMC - გამოსახლების რისკქვეშ მყოფი ადამიანების უმეტესობა, უსახლკაროდ დარჩენის საფრთხის წინაშეა

„გამოსახლების რისკის წინაშე მდგომი და გამოსახლებას დაქვემდებარებული შინამეურნეობების მნიშვნელოვანი რაოდენობა უმძიმეს სოციალური მოწყვლადობის მდგომარეობაში, მათ შორის, უსახლკაროდ, აღმოჩენის რისკის ქვეშ არიან“, - ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.

მათი თქმით, საქართველოში გამოსახლებას დაქვემდებარებული პირების დაცვითი მექანიზმები მწირი და არაეფექტიანია. კანონმდებლობა და პრაქტიკა კი, უმეტესწილად არ მოდის თანხვედრაში საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებთან.

„EMC ეხმიანება უკანასკნელი თვეების განმავლობაში საცხოვრისიდან გამოსახლების/გამოსახლების მცდელობების გახმაურებულ შემთხვევებს და ამ სფეროში ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აფასებს. მიუხედავად ცალკეული ნაბიჯებისა (მათ შორის, ე.წ. საპოლიციო გამოსახლების გაუქმება), ამ სფეროში მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა - არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის დიდი ნაწილი საერთაშორისო სტანდარტებთან კვლავ შეუსაბამო რჩება. გამოსახლების რისკის წინაშე მდგომი და გამოსახლებას დაქვემდებარებული შინამეურნეობების მნიშვნელოვანი რაოდენობა უმძიმეს სოციალური მოწყვლადობის მდგომარეობაში, მათ შორის, უსახლკაროდ, აღმოჩენის რისკის ქვეშ არიან. ამის პარალელურად, უკანასკნელ პერიოდებში გამოსახლების შესახებ საქმისწარმოების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა - ბოლო ორი წლის განმავლობაში სსიპ-აღსრულების ეროვნულ ბიუროში უძრავი ქონების მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ 1300-ზე მეტი განცხადება შევიდა, რაც პრაქტიკულად უახლოვდება 2014-2017 წლების დაჯამებულ ანალოგიურ მაჩვენებლებს.

საქართველოში გამოსახლებას დაქვემდებარებული პირების დაცვითი მექანიზმები მწირი და არაეფექტიანია. კანონმდებლობა და პრაქტიკა უმეტესწილად არ მოდის თანხვედრაში საერთაშორისოსამართლებრივ ვალდებულებებთან. მთავარი გამოწვევა, რაც ამ სფეროში არსებობს, არის ის, რომ კანონმდებლობა და პრაქტიკა გამოსახლების საკითხს მხოლოდ საკუთრების უფლების დაცვის ჭრილში განიხილავს და  გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს ძირითადი აქცენტი მესაკუთრის უფლებებზე კეთდება. გამოსახლებას დაქვემდებარებულ პირთა სათანადო საცხოვრებლის უფლების უზრუნველყოფა კი ყურადღების მიღმა რჩება“, - ვკითხულობთ EMC-ს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics