|
2020-02-20 15:03:23, 1085 ნახვა
პოლიტიკა
აკაკი საღირაშვილი გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალურ მინისტერიალში მონაწილეობს
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალურ მინისტერიალში მონაწილეობს, რომელიც შვედეთის ქალაქ სტოკჰოლმში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ორგანიზებით იმართება. მაღალი დონის კონფერენცია მიზნად ისახავს მსოფლიოში საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით დღეს არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ახალი პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიდგომების განსაზღვრას 2020-2030 წლებისთვის, რაც დაეხმარება ქვეყნებს საგზაო უსაფრთხოების ეფექტური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში, რათა შემცირდეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული მძიმე შედეგების რაოდენობა. მინისტერიალში 140 ქვეყნის დელეგაცია და 1700-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, აკაკი საღირაშვილმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციის ერთ-ერთ სესიაში, რომელიც მიეძღვნა ახალი ტექნოლოგიების განვითარებას საგზაო უსაფრთხოებისთვის. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ახალი ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე როგორც აღსრულების მიმართულებით, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და მდგრადი სატრანსპორტო სისტემების უზრუნველყოფის კუთხით. მინისტრის მოადგილემ ასევე გამოკვეთა ის გამოწვევები, რომლებიც არსებობს საქართველოში საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე ისაუბრა. მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა შეხვედრები გამართა ევროკავშირის კომისიის, მსოფლიო ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნების სატრანსპორტო უწყებათა ხელმძღვანელ პირებთან.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)