|
2020-02-20 12:42:25, 805 ნახვა
საზოგადოება
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, შიდა ქართლის რეგიონში რეგიონული შეხვედრა ჩატარდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები იმართება. შიდა ქართლის რეგიონის თვითმმართველობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთნ შეხვედრა გორში ჩატარდა. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა მიმართეს. „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო არაერთ პროგრამას ახორციელებს, რომლიც მოიცავს სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის მხარდაჭერას. პროგრამებისა და პროექტების შესახებ ფერმერთა ინფორმირებისათვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა ჩართულობა“ - განაცხადა ილია თამარაშვილმა ,,ფერმერებისა და ზოგადად, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და განვითარება შიდა ქართლის რეგიონის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიციებული სახელმწიფო პროგრამების სარგებლიანობის კუთხით შიდა ქართლი ერთ-ერთი ლიდერი რეგიონია, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს მცირე ბიზნესისა და წარმოების განვითარებას. მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია თითოეული დაინტერესებული პირისთვის, რათა მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და სწორად დაგეგმონ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სამომავლო საქმიანობა“ - აღნიშნა შიდა ქართლის რწმუნებულმა. სოფლად მცხოვრები მოსახლების მხარდაჭერის მიზნით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ შიდა ქართლის რეგიონში სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამა ხორციელდება. 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შიდა ქართლის რეგიონში 31 ახალი საწარმო ამოქმედდა. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)