|
2020-02-19 13:19:24, 1369 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: დაცული ტერიტორიების გაფართოება და ხარისხიანი მართვა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია
დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, საქართველოს მთავრობამ განიხილა და მოიწონა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული ორი კანონპროექტი; ეს კანონპროექტებია „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „ბორჯომ ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“. „დაცული ტერიტორიების გაფართოება და ხარისხიანი მართვა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია; ჩვენი სტრატეგია ითვალისწინებს, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ ბიომრავალფეროვნება, მეორე მხრივ, განვავითაროთ ეკონომიკური შესაძლებლობები დაცული ტერიტორიების არეალების გარშემო. მათ შორის, განვავითაროთ ეკოტურიზმი, რომელიც ძალიან დინამიკურად ვითარდება ბოლო წლების განმავლობაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია, ერუშეთის ეროვნული პარკი დაარსდება, რომლის ფართობი 11 385 ჰა-ს შეადგენს. ერუშეთის პარკის დაარსება ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის გაღრმავებას, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას ტურისტულ სერვისებში. „ერუშეთის პარკის დაარსება ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის ახალ პერსპექტივას აჩენს, დაახლოებით, 38 კილომეტრზე. ერუშეთის პარკი ესაზღვრება თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქოცხოვის აღკვეთილს. ასეთი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ცხოველების უნიკალური სახეობების შენარჩუნებისა და ფლორის განსაკუთრებული სახეობების დაცვისათვის“, - განაცხადა მინისტრმა. რაც შეეხება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს, დაგეგმილია მისი გაფართოება ადიგენის მუნიციპალიტეტში; ტერიტორია მოიცავს 4 137 ჰა-ს. ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების გაფართოების პროექტის მიზანია დიდი ზომის ძუძუმწოვრების და უპირველესად, საქართველოს წითელი ნუსხის ორი სახეობის, კავკასიური კეთილშობილი ირმის და კავკასიური არჩვისთვის ეკოლოგიური დერეფნების შექმნა დასავლეთ მცირე კავკასიონზე. ეროვნული პარკის გაფართოება, ასევე, ხელს შეუწყობს კავკასიური არჩვის პოპულაციის ზრდას და ამ რეგიონის უნიკალური წიწვოვანი ტყეების დაცვას. დღეის მდგომარეობით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 60 ათასი ჰექტარზეა; გაფართოების შემდეგ, დაახლოებით, 65 ათასი ჰექტარი გახდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს დაცული ტერიტორიების გაფართოებისა და ახალი ტერიტორიების დაარსების მიმართულებებით. დაცული ტერიტორიების გაფართოების/დაარსების პროცესი ხელს უწყობს საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვა/შენარჩუნებას და ეკოტურიზმის განვითარებას. 2019 წელს, დაცული ტერიტორიების ფართობი, წინა წელთან შედარებით, 70144 ჰექტარით (10,5 % -ით) გაიზარდა და ქვეყნის 9,6 % შეადგინა. 2020 წელს დაცული ტერიტორიების 100 ათასი ჰექტარით გაფართოება იგეგმება.
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)