12:31 - 27 May, 2020
2020-02-14 21:33:06, 650 ნახვა

გიორგი გახარია - ყველა სამართლიანი კრიტიკა იქნება შესაბამისად შეფასებული

სამართლიანი კრიტიკა იქნება შესაბამისად შეფასებული, ყველა უსაფუძვლო კრიტიკაზე გაეცემა დასაბუთებული, ობიექტური პასუხი. ეს იქნება ჩვენი ყოველდღიური შრომა. არავის არ ეგონოს, რომ ჩვენ სადმე ჩავალთ, ერთხელ პასუხს გავცემთ და ამით დავივიწყებთ, არა -ჩვენ ვიშრომებთ ყოველ დღე ამისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაში და ეს ის ხალხია, რომლებიც გარდა იმისა, რომ აკრიტიკებენ საქართველოს მთავრობას, ამასთან ერთად აღნიშნავენ პროგრესს ბოლო წლების განმავლობაში დემოკრატიზაციის თვალსაზრისით.
 

„რა თქმა უნდა ჩვენ ყველას კარგად გვესმის რამდენიმე ფაქტორი - პირველი, რომ ჩვენ, ჩვენი მეგობრებისგან კრიტიკას აღვიქვამთ ნორმალურად, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენც გვაქვს ჩვენი უფლება ჩვენი პოზიცია დავასაბუთოთ. სხვათა შორის დღეს ამას აქაც ვაკეთებთ და ამას გავაკეთებთ. საქართველოს, რაც მთავარია, ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაშიც და ეს ის ხალხია, რომლებიც გარდა იმისა, რომ გვაკრიტიკებენ, ამასთან ერთად აღნიშნავენ პროგრესს ბოლო წლების განმავლობაში დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. ამასთან ერთად, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სამწუხაროდ ხშირად ხდება, რომ პოლიტიკური ძალები ყველა ინსტრუმენტს იყენებენ თუნდაც ქვეყნის საგარეო მიმართულების და კომპონენტის ჩართვას შიდა პოლიტიკურ პროცესებში, სამწუხაროდ საარჩევნო პროცესებში. ეს არის ის, რაც ახლა ხდება, სამწუხაროდ ეს არის რაღაც გამწვავებულ ფაზაში, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა სამართლიანი კრიტიკა იქნება შესაბამისად შეფასებული, ყველა უსაფუძვლო კრიტიკაზე გაეცემა დასაბუთებული, ობიექტური პასუხი. ეს იქნება ჩვენი ყოველდღიური შრომა. არავის არ ეგონოს, რომ ჩვენ სადმე ჩავალთ, ერთხელ პასუხს გავცემთ და ამით დავივიწყებთ, არა ჩვენ ვიშრომებთ ყოველ დღე ამისთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

2020-05-27 10:51:38

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით 34 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა

2020-05-27 10:41:49

ბოჭორიშვილის კლინიკაში ორი პაციენტის მდგომარეობა თანმხლები დაავადების გამო, საყურადღებოა

2020-05-27 10:40:09

მარინა ეზუგბაია -კორონავირუსით ინფიცირებული სამივე ახალი პაციენტი საკარანტინე სივრციდანაა

2020-05-27 10:34:35

სოლოღაშვილი - იმ პაციენტებში, ვისთანაც პლაქვენილს ვიყენებდით, ზოგჯერ შეიმჩნეოდა ვირუსის ელიმინაციის უფრო დაჩქარება

2020-05-27 10:20:39

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 20-ით გაიზარდა

ვიდეო/LIVE

17 მაისის ონლაინ დემონსტრაცია












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics