|
2020-02-14 16:27:37, 1549 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენში კანადელ კოლეგას შეხვდა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაში კანადის ჩართულობა და სამხედრო წვრთნებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობა - ეს ძირითადი საკითხები განიხილა ირაკლი ღარიბაშვილმა კანადის ეროვნული თავდაცვის მდივანთან, ჰირჯატ საჯანთან შეხვედრაზე. საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აქცენტი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე, სტრატეგიულ მზადყოფნასა და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე გააკეთა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს პროცესი საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრების აქტიურ მხარდაჭერას მოითხოვს. ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღინიშნა კანადასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მზარდი დინამიკა. ირაკლი ღარიბაშვილმა კანადის ეროვნული თავდაცვის მდივანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თავდაცვის სფეროში კანადასთან მნიშვნელოვან პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება. მან ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვან ფაქტორად საქართველოში ნატოს მეტი ჩართულობა დაასახელა და კანადის ეგიდით დაგეგმილი სწავლების “Maple Arch” საქართველოში ჩატარების მნიშვნელობა აღნიშნა.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)