23:24 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-14 13:22:56, 1549 ნახვა

პოლიტიკა
თურნავა - ლობისტური კომპანიის საშუალებით დასავლეთი ჭეშმარიტებას გაიგებს

„დასავლეთი გაიგებს ჭეშმარიტებას, სიმართლეს ამიტომ ლობისტური კომპანიების დაქირავება მხოლოდ პოზიტიურად შეიძლება შევაფასოთ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისისივე თქმით, დასავლეთსა და მსოფლოს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან.

„დასავლეთი გაიგებს ჭეშმარიტებას, სიმართლეს ამიტომ ლობისტური კომპანიების დაქირავება მხოლოდ პოზიტიურად შეიძლება შევაფასოთ. იმიტომ, რომ იმ ზღვა ინფორმაციას შორის, რაც დასავლეთსა და მთელს მსოფლიოს მიეწოდება, ძალიან ბევრი არასწორი და უსამართლო ინფორმაციაა. ესაა ძალიან კარგი არხი, რომ სიმართლე ვუთხრათ მთელს მსოფლიოს იმაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში და რა რეფორმებს ვახორციელებთ. რაც შეეხება შეფასებებს ბატონი ბიძნა ივანიშვილის მიმართ, უსამართლო და სამარცხვინოა. იმიტომ, რომ ბატონი ბიძინა გახლავთ ჩვენი მმართველი პარტიის მთავარი თავჯდომარე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ კიდვ ერთი ლობისტური კომპანია, „დი სი აი გრუპი“ დაიქირავა. როგორც ცნობილია, კომპანიას პარტია თვეში 33 ათას 333 დოლარს გადაუხდის, რათა  „ქართული ოცნებას“ ლობირება გაუწიოს, როგორც სანდო პარტნიორს დემოკრატიის საკითხში და ძირითადად მედიაზე იმუშავებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics