|
2020-02-13 18:34:54, 1893 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი - იმედგაცრუებული ვარ, ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილება არ გამოდგა კონსტრუქციული
„სამწუხაროდ, ორივე მხარის -ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის მიერ, მიღებული ზოგიერთი ცვლილება არ გამოდგა კონსტრუქციული“, - ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ მარინა კალიურანდიმ განაცხადა. მისივე თქმით, სანამ პარლამენტშია და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტს ხელმძღვანელობს, ყოველთვის მოითხოვს საქართველოს დემოკრატიული რეფორმებისა და ინტეგრაციისთვის მხარდაჭერას. „იმედგაცრუებული ვარ. ჯერ-ჯერობით ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის შემდგარი ყველა შეხვედრა დასრულდა განსაზღვრული შეთანხმებების, დეკლარაციების მიღებით. ეს კეთილი ნების გამოხატულებაა. ჩემთვის, როგორც თავმჯდომარისათვის, უმთავრესია ის, რომ დეკლარაცია იყოს დაბალანსებული. უნდა იყოს თანაბრად კრიტიკულიც და გონივრულიც. მაგრამ, სამწუხაროდ, ორივე მხარის -ევროპარლამენტის და საქართველოს პარლამენტის მიერ, მიღებული ზოგიერთი ცვლილება არ გამოდგა კონსტრუქციული. იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ არ გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტი არ დაუჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიულ გაძლიერებას და ევროპასთან მჭიდრო ინტეგრაციას. სანამ მე პარლამენტში ვარ და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტს ვხელმძღვანელობ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მოვითხოვ საქართველოს დემოკრატიული რეფორმებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერას", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)