|
2015-01-26 12:10:07, 946 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ალექსანდრ ვერშბოუ ეწვევა
საქართველოს 29 იანვარს, 2 დღიანი ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ ეწვევა. ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ვიზიტის მთავარ მიზანს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების მონიტორინგი წარმოადგენს. როგორც კერესელიძემ აღნიშნა, ალექსანდრე ვერშბოუ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს და მთავრობის წევრებს შეხვდება. „ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის მშენებლობის ადგილს მოინახულებს. ალექსანდრე ვერშბოუ ასევე საქართველოს ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საჯარო ლექციას წაიკითხავს“, - განაცხადა დავით კერესელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)