|
2020-02-13 10:43:21, 1090 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე სერბეთის რესპუბლიკის შრომის, დასაქმების, ვეტერანთა და სოციალურ საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სერბეთის რესპუბლიკის შრომის, დასაქმების, ვეტერანთა და სოციალურ საქმეთა მინისტრს, ზორან ჯორჯევიჩს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. „პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო თქვენს მინისტრს მიღებისთვის. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება. მინისტრი სერბეთში მოვიწვიეთ და იმედი გვაქვს, რომ მალე გვესტუმრება. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე, სამომავლო გეგმებზე. ვფიქრობ, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება“, - აღნიშნა ზორან ჯორჯევიჩმა. შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაიაც ესწრებოდა, რომელმაც სერბეთის დელეგაციას საქართველოში შრომის უსაფრთხოებისა და სოციალური დახმარების მექანიზმებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. „განვიხილეთ ორივე ქვეყნის სისტემა, შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, შრომის ინსპექციის. ასევე ვიმსჯელეთ, სოციალური დახმარების მექანიზმებსა და მეთოდოლოგიაზე. შშმ პირთა დახმარების მექანიზმებსა და მეთოდოლოგიაზე, როგორც სერბეთში, ასევე საქართველოში. შევთანხმდით, რომ გავცვლით ინფორმაციას, ვითანამშრომლებთ, რათა დავეხმაროთ ერთმანეთის სისტემის გაუმჯობესებას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)