14:16 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-12 18:05:54, 1536 ნახვა

საზოგადოება
ბოლნისში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი მოადგილეებთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად ამჯერად სოფელ სავანეთის, ტალავერისა და ჭაპალას  მოსახლეობას შეხვდა.

სოფელ სავანეთში მოსახლეობასთან  მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ მიმდინარე წელს, ,,სოფლის მხარდაჭრის პროგრამით“ გათვალისწინებული თანხით,   გარე  განათების ქსელი მოეწყობა.

სოფელ ტალავერში მოსახლეობის გადაწყვეტილებით სასმელი წყლის რეაბილიტაცია განხრციელდება, რომელიც ერთ უბანზე არსებულ პრობლემას მოაგვარებს. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ასევე ერთ-ერთი სასაფლაოს შემოღობვაც დაიგეგმა.

სოფელ ჭაპალაში კი მოსახლეობის თხოვნით გარე განათების ქსელი დამონტაჟდება.

წელსვე სოფელში ბეტონის გზა დაიგება, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტი პროექტების განსახორციელებლად 100 %-იანი თანადაფინანსების ვალდებულებას იღებს. ჯამში კი წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ამ პროგრამის ფარგლებში, 1 428 000 ლარი დაიხარჯება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics