|
2020-02-12 16:40:19, 1269 ნახვა
საზოგადოება
სამგორის რაიონის გამგეობა სტურუას ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს
სამგორის რაიონის გამგეობა სტურუას ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. ლილოს დასახლებაში მდებარე ცენტრალურ ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურა 14 500 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. ასევე, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი. ცენტრალურ გზასთან ერთად, მოწესრიგდება ის მიმდებარე ეზოები, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ შოთა ხაბარელთან ერთად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა. ამ ეტაპზე, ქუჩის ნაწილზე ასფალტის პირველი ფენა უკვე დაგებულია. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ, განთავსდება შესაბამისი ნიშნები და ჩატარდება საგზაო მონიშვნების დახაზვის სამუშაოები. პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 750 000 ლარია, აპრილის ბოლოს დასრულდება. სამუშაოებს სამგორის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია „სკინჩი“ ახორციელებს. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, სტურუას ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა, სრულად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა და რეაბილიტირდა წყალარინების ქსელი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)