14:16 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-12 11:56:34, 1175 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ პოსტერების კონკურსს აცხადებს

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემააცხადებს თემატურ კონკურსს კომპანიის საქმიანობისა და სლოგანის თემაზეჩვენ მოგვაქვს თქვენთან სინათლე“.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ორი გამარჯვებული. საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გუნდი, მეორე ადგილის მფლობელს კი შეარჩევს Facebook მომხმარებელი მოწონებების საშუალებით.

გამარჯვებულებს საჩუქრად გადაეცემათ პლანშეტები. 

კონკურსის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვანს, სსე-ის თანამშრომლების გარდა.
  • პოსტერი უნდა ეხმიანებოდეს ენერგეტიკის თემას - მასზე უნდა ფიგურირებდეს ქვესადგური, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი ან ანძა.
  • ნამუშევარი არ უნდა იყოს მხოლოდ აღწერითი ხასიათის და მასში აუცილებლად უნდა ჩანდეს ავტორის ინდივიდუალური ხედვა.
  • ერთ ადამიანს შეუძლია, რამდენიმე ნამუშევრის გამოგზავნა. 

პოსტერი უნდა მომზადდეს შემდეგ პროგრამებში: photoshop / coreldraw /Adobe illustrator / Adobe InDesign .

პოსტერი უნდა იყოს landscape, სულ მცირე, A3 ფორმატის (სიგანე 42, სიმაღლე 30). 

კონკურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით სსე-ის ოფიციალურ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/electrosystema.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics