|
2020-02-11 17:39:49, 1542 ნახვა
საზოგადოება
თეთნულდზე დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს
კურორტ თეთნულდზე დაკარგული უკრაინელი ტურისტი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გაუჩინარებული ტურისტი შესაძლოა 10 თებერვალს თეთნულდზე ჩამოწოლილი ზვავის ტერიტორიაზე ყოფილიყო. „11 თებერვალს, დილით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მესტიის სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება, რომ ტურისტების ჯგუფი ვერ ახერხებდა ჯგუფის ერთ-ერთ წევრთან დაკავშირებას. დაუჩინარებული შესაძლოა ყოფილიყო 10 თებერვალს თეთნულდზე ჩამოწოლილი ზვავის ტერიტორიაზე. შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები გაემგზავრნენ შემთხვევის ადგილზე. საძიებო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა უკრაინის მოქალაქის ცხედარი იპოვეს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)