|
2020-02-11 17:31:55, 1554 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე - 4 აპრილის აქციაზე გაერთიანებული ოპოზიცია გამოაცხადებს საარჩევნო კამპანიის სტრატეგიასა და მოქმედების ტაქტიკას
„4 აპრილს, 16:00 საათზე იქნება ძალიან დიდი აქცია, სადაც გამოვაცხადებთ ჩვენი საარჩევნო კამპანიის სტრატეგიას და მოქმედების ტაქტიკას“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ „ფორმულასთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მაჟორიტარული ოლქების ოპოზიციას უნდა ჰყავდეს ერთიანი კანდიდატი, რომელიც არ უნდა განიცდიდეს კონკურენციას სხვა ოპოზიციური პარტიებიდან. „პირველი - ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებაა რეგიონებში გასვლა. იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დაველაპარაკოთ საქართველოს მოსახლეობას და ავუხსნათ რა მნიშვნელობა აქვს მათ აქტივობას. ისე არაფერი არ გამოვა. მეორე - რეგიონებში გასვლა მოემსახურება იმ ამოცანას, რომ 4 აპრილს 16:00 საათზე იქნება ძალიან დიდი აქცია, სადაც გამოვაცხადებთ ჩვენი საარჩევნო კამპანიის სტრატეგიას და ჩვენი მოქმედების ტაქტიკას. მესამე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ აბსოლუტურად ყველა დგას ერთ აზრზე , სასწრაფოდ უნდა დავამთავროთ დაწყებული კონსულტაციები იმისათვის, რომ მაქსიმალურ რაოდენობაში მაჟორიტარული ოლქების ოპოზიციას ჰყავდეს ერთიანი კანდიდატი. ეს ერთიანი კანდიდატი არ უნდა განიცდიდეს კონკურენციას სხვა ოპოზიციური პარტიებიდან. უნდა იყოს დაპირისპირებული „ქართულ ოცნებასთან“, იმისათვის, რომ ერთი ხმა არ მიიღონ მათ და მინდა ხაზი გავუსვა და აღვნიშნო, რომ ვინც ამაზე უარს იტყვის, ის თამაშობს „ქართული ოცნების“ თამაშს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)