08:28 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-11 16:23:15, 13832 ნახვა

High - Tech
iPhone 11 Pro vs Samsung Galaxy S10 - ახალი შესაძლებლობები

ეფლმა iPhone 11 Pro სექტემბერში გამოჩენისთანავე დაიპყრო მომხმარებლის გულები. ის უბრალოდ მშვენიერია, მიუხედავად იმისა რომ განახლდა გარე კამერები, დიზაინის მხრივ ისევ სდევს iPhone x – ის დახვეწილობა.

ეს უდავოდ საუკეთესო iOS ტელეფონია  და მის მთავარ კონკურენტად მოიაზრება ანდროიდის საუკეთესო წარმომადგენელი Samsung Galaxy S10.

ორივე ეს მოდელი თავისი წინამორბედი მოდელების უკეთესი ვერსიაა, რაც სწორედ იმას ნიშნავს რომ ამ ბრენდის საუკეთესო, უახლეს პროდუქტს წარმოადგენს. დიზაინის კუთხით ორივე თითქმის ზუსტად ისე გამოიყურება როგორც წინა მოდელები, თუმცა უნდა აღინიშნოს სამსუნგს უფრო დიდი რეზოლუციის ეკრანი აქვს ვიდრე აიფონს.

პირველი თვალშისაცემი განსხვავება ამ ორ მოდელს შორის არის კამერები. სამსუნგმა გადაწყვიტა ჰორიზონტალურ ზოლში დაალაგოს კამერები, ხოლო აიფონმა ჩასვა ისინი ოთხკუთხედში. ბევრი თვლის რომ ამ სილამაზის კონკურში სამსუნგი იგებს.

IPhone 11 Pro –ის 5.8 დიუმიანი OLED ეკრანი უფრო  ფართედ გამოიყურება ვიდრე ოდესმე, სამსუნგმა კი გადაწყვიტა წინა კამერის შევიწროვებით ეკრანის ზომა გაეზარდა. საერთო ჯამში, ეს არის OLED და OLED ეკრანების ბრძოლა,  მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუციის ციფრები განსხვავდება, Samsung Galaxy S10- ის 1,440 x 3,040 პიქსელი უფრო დიდია, ვიდრე iPhone 11 Pro- ში 1,125 x 2,436 პიქსელი, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს მანამ სანამ აიფონის ეკრანი  უფრო დიდია. სამსუნგი გთავაზობთ ავტომატურ 1080p ავტომატურ რეზოლუციას.

2019 წელს, iPhone 11 Pro– მა დაამატა მესამე  - 12MP ულტრაიისფერი ობიექტივი, რომელიც 120 გრადუსიანი ხედვის ველს იპყრობს. Samsung Galaxy S10- მა მანამდეც შესთავაზა მომხმარებელს მესამე, ფართო ხედვის ობიექტივი, ამ კამერის 123 გრადუსიანი ხედი ძალიან შთამბეჭდავი იყო, ამ მოდელში კი სამსუნგი ეცადა ღამის ხედვის კამერა გაეძლიერებინა.

რაც შეეხება ელემენტების სიმძლავრეს, ეფლს არ გაუკეთებია რაიმე განცხადება, თუმცა არც მანამდე ასპოილერებდნენ საკუთარ პროდუქტებს, ჭორების დონეზე გავრცელდა ინფორმაცია რომ ელემენტის გამძლეობა გაიზარდა 15%-ით. ოფიციალურ დონეზე მხოლოდ ის გახდა ცნობილი, რომ აღნიშნული მოდელის ელემენტი ბევრად უფრო გამძლეა ვიდრე  iPhone XS-ის, რაც უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია.

Galaxy S10- ში არის 3,400mAh ელემენტი, რომელიც ჯობნის iPhone 11 Pro- ს სიმძლავრით, მაგრამ შეიძლება ვერ აჯობოს მისი ხანგრძლივობის უნარს. როგორც ითქვა, S10– ს შეუძლია უსადენოდ დატენოს სხვა მოწყობილობები, PowerShare ფუნქციის საშუალებით.

საერთო ჯამში ამ ორი ბრენდის კონკურენცია გვაძლევს საკმაოდ მრავალფეროვან სურათს, ბრენდის ლოიალობა ხშირად არ არის დამოკიდებული ტექნიკურ მაჩვენებლებზე,  თუმცა გირჩევთ სტერეოტიპებისგან გათავისუფლდეთ და ისე აარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო!


 




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მდინარაძე ელისაშვილზე - ყველას ვთხოვ, ვინც კი მისმენს თავი დაანებეთ, პირიქით, დაინახავთ სადმე გაუფრთხილდით, რომ ვიღაცამ რაღაც არ დაგვაბრალოს
შსს - პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 14 პირი დააკავა
პარლამენტის წინ სტუდენტთა ნაწილი მჯდომარე აქციას მართავს
ვაჟა სირაძე - პარლამენტთან დაკავებული არიან პირები, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics