12:49 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-11 10:34:59, 807 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ხმალაძე: მოვიპოვებთ სამართლებრივ მექანიზმს, რომ თბილისის ქუჩებში მიტოვებული ავტომანქანები სპეციალურ სადგომზე გადავიყვანოთ

„თბილისის ქუჩებში წლების განმავლობაში მიტოვებულ ავტომანქანებს, შესაბამისი კანონი დაარეგულირებს“, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ვიდეოდიალოგის ფარგლებში, ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მუშავდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტი მსგავსი ავტომანქანების სპეციალურ სადგომზე გადაყვანის უფლებას მოიპოვებს.

„ჩვენ ვამზადებთ სამართლებრივ ცვლილებებს იმ ავტომობილებთან დაკავშირებით, რომლებიც წლების განმავლობაში მუნიციპალურ ტერიტორიაზეა განთავსებული, იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა მოიპოვოს სამართლებრივი მექანიზმი და უფლება, რომ მსგავსი ავტომანქანების გადაადგილება და სპეციალურ სადგომზე გადაყვანა მოხდეს. ვეთანხმები კითხვის ავტორსაც და ყველას, ვინც ამ საკითხზე პრეტენზიას გამოთქვამს. რა თქმა უნდა, ამ საკითხს უახლოეს პერიოდში დავარეგულირებთ“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

რაც შეეხება ზონალურ საათობრივ-პარკირებას, თბილისის ვიცე-მერის თქმით, უახლოეს მომავალში ზონალურ-საათობრივი პარკირების შემოღება ბარათაშვილის ქუჩაზე იგეგმება.

„საპილოტე პროექტები წარმატებით ხორციელდება. უახლოეს მომავალში, დაიწყება უკვე საინფორმაციო კამპანია და პროექტის მომდევნო ეტაპი უკვე ბარათაშვილის ქუჩაზე განხორციელდება. შემდგომში უკვე სხვა მასშტაბურ ქუჩებს მივანიჭებთ ზონალურ-საათოვრივი პარკირების არეალს“, - განაცხადა ვიცე-მერმა.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოადგილეებთან ერთად, ვიდეოდიალოგის მეშვეობით, მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. აღნიშნული ფორმატის ვიდეოდიალოგი, რომელშიც თბილისის ათივე რაიონის გამგებელი მონაწილეობს, გასულ წელსაც გაიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გამოკითხვები საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლე პენის გამარჯვებას პროგნოზირებენ
Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
აშშ-ირანის სამხედრო ესკალაცია: ჰორმუზის სრუტის კრიზისი და ირანული სამიზნეების დაბომბვა
ერთ-ერთ მედიკამენტზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა – დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics