01:23 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-10 16:05:58, 1172 ნახვა

პოლიტიკა
ნათია თურნავა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს, მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს, მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრაზე მინისტრებმა და მათმა თანმხლებმა პირებმა განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობები და ყურადღება ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილეს, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ინვესტიციები, ტურიზმი და სხვ.

„დღეს, როგორც არასდროს, საქართველო-აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა. აზერბაიჯანი ტრადიციულად ლიდერობს ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში. ჩვენ ვახორციელებთ ბევრ ერთობლივ ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ და ბიზნეს პროექტს. დღეს საქართველოში აზერბაიჯანული კაპიტალით 700 – ზე მეტი კომპანია საქმიანობს და ძალიან კარგი პირობებია შექმნილი როგორც ერთობლივი ბიზნეს საქმიანობისთვის, ასევე აზერბაიჯანული ბიზნესისთვის საქართველოში", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მინისტრის განცხადებით, მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობა საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო კორიდორის საერთაშორისო აღიარებისა და განვითარების შესახებ.

„თუ ჩვენი ქვეყნები გააერთიანებენ ძალისხმევას  საერთო კორიდორის კონკურენტუნარიანობის გაზრდის კუთხით, ეს ორივე ქვეყანას სიკეთეს მოგვიტანს", - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე განიხილეს სხვა პრიორიტეტული საკითხები, რომლებიც აქტუალური იქნება საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობათა კომისიის სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით გაიმართება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics