|
2020-02-07 18:09:36, 2169 ნახვა
პოლიტიკა
გარემოს დაცვისა სამინისტროს მიერ ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს ევროკომისია დადებითად აფასებს
ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში განხილულია საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისიტროს მიერ როგორც პოლიტიკური, ისე ინსტიტუციონალური კუთხით განხორციელებული რეფორმები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, დადებითად შეფასდა სამინისტროს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რაც დარგის განვითარებას გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავს. „ანგარიშში საუბარია ისეთ დადებით შედეგებზე, როგორებიცაა ჰაერის პორტალის შექმნა, გარემოსდაცვითი მიმართულებით პოლიტიკის არსებობა, მათ შორის, ტყის კოდექსი, რომელიც სამინისტროში შემუშავდა, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა და პარლამენტშია გადაგზავნილი; აკვაკულტურისა და მეთევზეობის მიმართულებით გაუმჯობესებული კანონმდებლობა, სურსათის უვნებლობის ეროვნულ სტრატეგიასა და ფიტოსანიტარიის კუთხით სტრატეგიულ დოკუმენტზე, რომელიც 2020 წელს დამტკიცდება. ანგარიშში დადებითად არის შეფასებული ის ნაბიჯები, რომლებიც მთავრობამ ნარჩენების მართვის მიმართულებით, მათ შორის, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპის დანერგვისთვის გადადგა. ანგარიშში ხაზგასმულია ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერა, მათ შორის, EMPARD-ის და EU4Evironment მიმდინარე პროექტები, რაც ხელს უწყობს ევროპულ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების და გარემოსდაცვითი კუთხით პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების გაუმჯობესებას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)