11:30 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-07 16:14:53, 1389 ნახვა

საზოგადოება
დიდუბის რაიონში ახალი საბავშვო ბაღი გაზაფხულზე გაიხსნება

დიდუბის რაიონში, ჭიაურელის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის გახსნა გაზაფხულზე იგეგმება. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დიდუბის რაიონის გამგებელ ირმა ზავრადაშვილთან და საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარე, თამარ ტალიაშვილთან ერთად გაეცნო.

ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია.  ამჟამად მიმდინარეობს ინტერიერის მოწესრიგება და გარე სივრცის კეთილმოწყობა. რამდენიმე კვირაში  დაიწყება შენობის კაპიტალური დასუფთავება.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობე არსებობს, ავაშენოთ ახალი ბაღები, მით უფრო იმ უბნებში, სადაც საბავშვო ბაღები საერთოდ არ არსებობს. გარდა იმისა, რომ აქ ბავშვები მიიღებენ სკოლამდელ განათლებას, ბაღის გახსნით დაახლოებით, 70-მდე ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდება,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

საბავშვო ბაღში 10 სააღმზრდელო ჯგუფი იქნება, რომელიც 300-მდე ბავშვს მოემსახურება. ბაღში დაცული იქნება უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები და ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. პროექტს კომპანია „ბილდ ტერიტორი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 2,5 მილიონ ლარს აღწევს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პროკურატურა – 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია, ორ პირს ბრალდება წარედგინება
თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics