09:41 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-30 14:39:56, 477 ნახვა

საზოგადოება
შსს-მ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო ბროშურები დაარიგა

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ინფორმირების მიზნით, მოქალაქეებს ტრეფიკინგის საფრთხეებსა და სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ საინფორმაციო ბროშურები დაურიგეს.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული საინფორმაციო ბროშურები საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელშეწყობით ქართულ, ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებზე დამზადდა.

„შს სამინისტრო აღნიშნულ დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას პარტნიორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით აქტიურად განაგრძობს.

დანაშაულის პრევენცია ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად ერთვება ცნობიერების ამაღლების კამპანიაში პარტნიორ საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

2013 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ, 30 ივლისი დააწესა როგორც ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე. წელს ამ დღეს საქართველო სხვა ქვეყნების მსგავსად სიმბოლური ღონისძიებებით აღნიშნავს. რითაც ხაზი ესმება ტრეფიკინგის პრობლემის მნიშვნელობასა და სახელმწიფოს მიერ გაცხადებულ ნებას საკითხის პრიორიტეტულობასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
მოსკოვის დასავლეთით, მაღალსართულიან შენობას დრონი შეეჯახა
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics