11:29 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-07 15:56:59, 1425 ნახვა

საზოგადოება
ბარათაშვილის აღმართზე კლდის გაწმენდის და მცენარეების ფორმირების სამუშაოების გამო, გზის სავალი ნაწილი დროებით გადაიკეტება

შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ ამაღამ და ხვალ ღამით, 00:00 საათიდან 6:00 საათამდე, ბარათაშვილის აღმართზე არსებული გამწვანებული კლდის გაწმენდის,  დასუფთავებისა და მცენარეების ფორმირების მასშტაბურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ტერიტორია, რთული რელიეფის  გამო, წლებია, არ გაწმენდილა.

სამუშაოები მოითხოვს გზის სავალ ნაწილზე სხვადასხვა დანიშნულების სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებების განთავსებას, რაც საჭიროებს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას.

გამწვანებული კლდოვანი კედელი ამონაყარისგან და ლელქაშისგან გაიწმინდება; გაისხვლება და ფორმირდება ხე-მცენარეები, ასევე, მოწესრიგდება  მწვანე საფარი.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პროკურატურა – 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია, ორ პირს ბრალდება წარედგინება
თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics