|
2020-02-06 15:58:03, 960 ნახვა
საზოგადოება
ვაშლოვანის ეროვნულ პარკში თანამედროვე ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა დაიწყება
საქართველოს მთავრობამ განიხილა და მოიწონა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში თანამედროვე ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა დაიწყება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტომ, ევროკავშირის პროექტის (ENPARD) ფარგლებში, ფინანსური დახმარების სახით, 190 629 ლარის გრანტი მიიღო. აღნიშნული გრანტით ვაშლოვანის ეროვნულ პარკში თანამედროვე ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა დაიწყება. ცენტრის მშენებლობაში დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანადაფინანსება 67 150 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია დაცულ ტერიტორიაზე არსებული შენობის დემონტაჟი და თანამედროვე სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრის აშენება. ახალი შენობის პირველადი და ძირითადი დანიშნულება იქნება სამეცნიერო- კვლევითი. შესაბამისად, ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია და კვლევითი მიზნით გამოიყენონ სივრცე. შენობა გამოყენებული იქნება სტუმრების განთავსების მიზნითაც, რაც სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს საშუალებას მისცემს, დაცულ ტერიტორიებზე უმასპინძლოს ქართველ და უცხოელ ვიზიტორებს, სკოლის მოსწავლეებს, ეკობანაკებს, სოციალურად მოწყვლად ჯგუფებს და სხვა. საქართველოში, საერთაშორისო და ადგილობრივი მოგზაურების ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია მოგზაურებისა და ვიზიტორებისთვის დაცული ტერიტორიების სასურველ მარშუტებზე ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა ცენტრების მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს. დღეისათვის, ვიზიტორთა ცენტრები სრულად მოწყობილია 18 დაცულ ტერიტორიაზე. 2020 წელს ვაშლოვანის ეროვნული პარკის გარდა, ვიზიტორთა ცენტრი ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკშიც მოეწყობა. 2020 წლის იანვრის თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ (22 163 ვიზიტორი), 2019 წლის იანვრის თვის მონაცემებთან შედარებით (17 472 ვიზიტორი), 27%-ით მოიმატა. ქართველი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 17%-ით, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 47%-ით.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)