10:26 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-06 15:47:07, 915 ნახვა

საზოგადოება
ეკონომიკური საქმიანობის პრიორიტეტული დარგები განისაზღვრა

ეკონომიკური საქმიანობის პრიორიტეტული დარგების განსაზღვრა სპეციალური მეთოდის, რისკის დონის განსაზღვრის ინდიკატორის საფუძველზე განხორციელდება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ საქმიანობას, სადაც შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის რისკი უფრო მაღალია.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მეთოდის საშუალებით დადგინდება ისეთი დარგები, რომლებიც ერთი შეხედვით არ წარმოადგენენ საფრთხის შემცველ საქმიანობებს, თუმცა მათი სპეციფიკის გათვალისწინებით, მავნეა ადამიანის (დასაქმებულის) სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

„შესაბამისად, შრომის ინსპექციის მიერ ასეთი დარგების შემოწმება მაღალი ინტენსივობით განხორციელდება, რათა დროულად იქნეს იდენტიფიცირებული დარღვევა და განხორციელდეს პრევენციული ღონისძიებები. ასევე განისაზღვრა ობიექტების შემოწმების პერიოდულობაც. შრომის ინსპექცია კონკრეტული ორგანიზაციების შემოწმებას შესაბამისი გეგმა-გრაფიკის საფუძველზე განახორციელებს. ახალი სტანდარტი ერთის მხრივ, შესაძლებლობას მისცემს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს, შეადგინოს შესამოწმებელი ობიექტების გეგმა, ხოლო მეორეს მხრივ, დამსაქმებელს ექნება ზუსტი ინფორმაცია, მისი შემოწმების პერიოდულობის შესახებ“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics