10:26 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-06 14:20:25, 1128 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან შრომის ინსპექცია დაქვემდებარებული ობიექტების ინსპექტირებას ახალი წესისა და პირობების შესაბამისად განახორციელებს

ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე ინსპექტირების ახალი წესი და პირობები განისაზღვრა და დღეიდან, შრომის ინსპექცია შემოწმებას სწორედ ახალი სტანდარტის შესაბამისად განახორციელებს.

ყველა იმ სამუშაო სივრცეში, სადაც დასაქმებულებს უწევთ ყოფნა, დეტალურად განისაზღვრა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ, მისი უფლებამოსილების განხორციელების დროს  შესასრულებელი მოქმედებები, მათ შორის ინსპექტირებამდე, ინსპექტირების პროცესში და ინსპექტირების დასრულების შემდგომ.  ეს ეხება, სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ძირითად პრინციპებს, ამოცანებს და მექანიზმებს, ინსპექტირების სახეებს და მიმართულებებს, ასევე ობიექტის შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების წესს, ობიექტზე შესვლისას და ობიექტის ინსპექტირებისას განსახორციელებელ ღონისძიებებს, ოქმის შევსების, მითითების მიცემის და შემოწმების აქტის შევსების წესებს.

ინსპექტირების წესის განსაზღვრა დაეხმარება, დამსაქმებელს და დასაქმებულს ჰქონდეთ ინფორმაცია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი ქმედებების შესახებ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics