09:22 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-04 12:16:14, 1031 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა

2020 წელს საქართველოს ეროვნული არქივის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა. 1920 წლის 23 აპრილს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებული კანონით დაარსდა პირველი საარქივო დაწესებულება - რესპუბლიკის ცენტრალური სამეცნიერო არქივი.

ამ თარიღთან დაკავშირებით მიმდინარე წელს იგეგმება საიუბილეო ღონისძიებები: გამოფენები, კონფერენციები, საგანმანათლებლო პროექტები, გამოცემების პრეზენტაცია, ექსპედიციები, საჯარო ლექციები.

იუბილესთან დაკავშირებით უკვე მომზადებულია სპეციალური ლოგო.

ეროვნული არქივის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება ეროვნული არქივის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც 24-26 სექტემბერს გაიმართება; ასევე - სტუდენტური სამეცნიერო პროექტი პირველი რესპუბლიკის შესახებ და სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტი „საქართველოს პირველი რესპუბლიკა". ამასთან, „UNESCO"-თან თანამშრომლობით საფუძველი ჩაეყრება სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციას, რომლის გამართვაც 4-5 ნოემბერს იგეგმება.

საიუბილე წელს გაიმართება გამოფენები: „საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები"; „ერეკლე II"; „მეორე ინტერნაციონალის დელეგაციის ვიზიტის 100 წლის იუბილე"; „წმინდა გიორგი" და სხვ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics