|
2015-07-29 17:35:58, 642 ნახვა
საზოგადოება
ფსიქოტროპული ნივთიერებების ურეცეპტოდ გაცემის გამო 9 აფთიაქს ლიცენზია გაუუქმდა
1 იანვრიდან 29 ივლისის ჩათვლით, ფსიქოტროპული ნივთიერებების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტებზე 69 ადმინისტრაციული ოქმი შედგა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლენილი სამართალდარღვევის გამო 9 აფთიაქს ლიცენზია გაუუქმდა. დანარჩენ შემთხვევაში კი აფთიაქებს ფულადი სანქციები დაეკისრათ. დადგენილების მიხედვით, ფსიქოტროპული ნივთიერების რეალიზაციის ფაქტებზე, პირველ ჯერზე ჯარიმა განისაზღვრება 6000 ლარის ოდენობით. მეორე და ყოველი შემდგომი შემთხვევა ითვალისწინებს ფულად ჯარიმას 12 000 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში თუ ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციის ფაქტი ერთიადაიგივე აფთიაქში ერთი წლის განმავლობაში სამჯერ დაფიქსირდა, რეგულირების სააგენტო, სასამართლო დადგენილების საფუძველზე უფლებამოსილია აფთიაქს ლიცენზია გაუუქმოს. სამინისტროს ცნობით, დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ზღუდავს იმ აფთიაქის მეპატრონეს, რომელსაც ლიცენზია უკვე ჩამორთმეული აქვს, სამეწარმეო საქმიანობა იმავე ადგილას, თუმცა ამჯერად სხვა სახელწოდებით დაიწყოს. უკვე შემუშავებულია ცვლილებები კანონპროექტში, რომლის მიხედვითაც ლიმიტირებული გახდება ფსიქოტროპული აფთიაქების რაოდენობა და ნებართვა გაიცემა მხოლოდ ტერიტორული პრინციპით: თბილისის მასშტაბით, თითო უბანზე გაიცემა მხოლოდ 2 ნებართვა; თვითმმართველ ქალაქებში - 50 000 მოსახლემდე გაიცემა 1 ნებართვა. ყოველ შემდგომ 50 000 მოსახლეზე კი დამატებით გაიცემა კიდევ 1 ნებართვა; მუნიციპალიტეტებში გაიცემა არაუმეტეს 1 ნებართვისა. ჯანდაცვის სამინიტროს ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე გადაგზავნილია.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)