|
2020-02-03 11:45:10, 1494 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - მივესალმები ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაგრძელებას
„ამაზე დიდი ხანია მიმდინარეობდა საუბარი და მე მივესალმები ამ კომუნიკაციას აშშ-სთან“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მთავრობის მიერ ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაგრძელებას. როგორც მერმა აღნიშნა, ზოგადად, ურთიერთობა კონგრესმენებთან და სენატორებთან ძალიან მნიშვნელოვანია. „ამაზე დიდი ხანია მიმდინარეობდა საუბარი და მე მივესალმები ხელშეკრულების გაგრძელებას, ასევე ზოგადად ურთიერთობას კონგრესმენებთან, სენატთან, სენატორებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, იცით, რომ ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა, ჩვენ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ ერთობლივად და მე ამ კომუნიკაციას მივესალმები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძე კონგრესმენების კრიტიკასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი კომუნიკაცია მათთან. „რაც შეეხება კონგრესმენების წერილებს, საჭიროა მეტი კომუნიკაცია მათთან, უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება და მისასალმებელია ის ვიზიტები, რომლებიც არის სამომავლოდ დაგეგმილი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. შეგახსენებთ, საქართველოს ხელისუფლებამ ლობისტურ კომპანია „Chartwell Strategy Group“-თან თანამშრომლობა განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს. ხელშეკრულების ასლი, რომელიც აშშ-ის იუსტიციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, 2020 წლის 27 იანვრით არის დათარიღებული. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, დარეგისტრირებული პირი იმუშავებს აშშ-ისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისთვის.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)