07:06 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-31 14:05:23, 2233 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ თანამდებობა დატოვა

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ თანამდებობა დატოვა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, გიორგი ჩოგოვაძემ  აღნიშნულ კომპანიაში მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია და მას აქვს ახალი გამოწვევა, ჩაბარდება ახალი სფერო.

ამასთან, ეკონომიკის სამინისტრო აეროპორტების გაერთიანების ახალ ხელმძღვანელს დღეს დღის მეორე ნახევარში წარადგენს.

„საქართველოს აეროპორტების“ გაერთიანების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ ძალიან კარგი სამუშაო გასწია. დიდ მადლობას მოვახსენებთ ამისთვის, მაგრამ მას ახალი გამოწვევა აქვს ახლა და ახალი სფერო ჩაბარდება. ჩვენ დღეს ახალ ხელმძღვანელს წარვადგენთ დღის მეორე ნახევარში, ასევე ძლიერს, პროფესიონალს. გპირდებით წლევანდელი წელი აეროპორტების გაერთიანებისთვის იქნება ახალი პროექტების წელი”, – განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics