07:06 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-31 12:02:44, 1001 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში, ანდრონიკაშვილის II შესახვევში გზის საფარის მოწყობა დაიწყო

გლდანის რაიონის გამგეობა, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, სხვადასხვა ქუჩაზე გზის საფარის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს.

ავჭალაში, ანდრონიკაშვილის II შესახვევში ასფალტის საფარი მოეწყობა. სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 2 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ბორდიურები და ფეხით სავალი ბილიკები. 

სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს ,,იბერი“ ახორციელებს, 174 109  ლარია გათვალისწინებული.

სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics