|
2015-07-29 16:01:15, 2607 ნახვა
კომენტარი
გიგაური: თუკი პრემიერი ჩვენ და საერთაშორისო ორგანიზაციებს აჟიოტაჟში გვადანაშაულებს, ეს მისი პოზიციაა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური არ იზიარებს პრემიერ-მინისტრის პოზიციას, რომ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით აჟიოტაჟია შექმნილი. როგორც გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, იმის თაობაზე, რომ კანონპროექტი ეროვნული ბანკისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის დამაზიანებელია, არამხოლოდ თავად, არამედ მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციები საუბრობენ. „ჩვენ ამ შემთხვევაში ვხელმძღვანელობთ საერთაშორისო გამოცდილებით. ასევე მხოლოდ ერთადერთი მხარე არ ვართ, ვინც საუბრობს იმაზე, რომ ეს დამაზიანებელი კანონპროექტია. ამაზე საუბრობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. შესაბამისად, თუკი პრემიერი ჩვენ და ამ ორგანიზაციებს ადანაშაულებს აჟიოტაჟში და პროვოკაციაში ეს უკვე მისი პოზციციაა. მე ამას არ ვეთანხმები“,-აღნიშნა გიგაურმა. ამასთან, ”ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ევგენიძის თქმით, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა თითოეული ადამიანის ვალია და თუკი ამ დამოუკიდებლობას რაიმე ხელს შეუშლის, მას შეეწინაღმდეგებიან. „ხელოვნური აჟიოტაჟი თუა ის მთელი საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტების განცხადება, ბოლო 15 წლის განმავლობაში არ მახსენდება ერთობლივი განცხადება გაეკეთებინათ ამგვარი ინიციატივის წინააღმდეგ, მაშინ შეგიძლიათ დაარქვათ ხელოვნური, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, თითოეული ჩვენგანის ვალია“,-განაცხადა ნინო ევგენიძემ. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის „კატეგორიულად მიუღებელია ის აჟიოტაჟი, რომელიც ე.წ ოპონენტებმა ხელოვნურად ატეხეს და სამწუხაროა, რომ მათ ამ ჟრიამულს პრეზიდენტიც შეუერთდა“. მისივე თქმით, კანონში სრულად გათვალისწინებულია როგორც ევროკავშირის, ისე - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ყველა რეკომენდაცია. „მართლაც ვერ ვხედავ ამ აჟიოტაჟის ვერავითარ საფუძველს. ეს არის აბსოლუტურად ხელოვნურად ინსპირირებული, აგორებული კამპანია, რომელიც აზიანებს ბიზნესგარემოს, საინვესტიციო კლიმატს და ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობის საკითხია. ამ ადამიანებს აბსოლუტურად არ ესმით, რა არის სახელმწიფო და მისი ინტერესები და არ აქვთ გაცნობიერებული პასუხისმგებლობა, რომელიც ეკისრებათ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ეს არის სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ვგულისხმობ ყველა იმ ადამიანს, ვინც ასე ხელოვნურად ქმნის აჟიოტაჟს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა მაგალითად დაასახელა პოლონეთის საბანკო სისტემა, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარეს და აღნიშნა, რომ პოლონეთში, საბანკო ზედამხედველობის სააგენტო ცალკეა. „მაქვს კითხვა ამ ადამიანების მიმართ, თუ პოლონეთის საბანკო სისტემა საუკეთესოა და ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც საუკეთესოა, მაშინ სად არის შეკითხვები?! ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური სპეკულაციები, რომ კიდევ ერთხელ დააზიანონ ბიზნესგარემო და დააფრთხონ ინვესტორები. ყველას მოვუწოდებ, დამშვიდდნენ და დაასრულონ აჟიოტაჟი. ეს არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის და არა ის, რა კანონს მივიღებთ. ჩვენ კანონებს ვიღებთ ქვეყნისთვის და არაფერს გავაკეთებთ სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. პაულსენების გადმოსვლა საქართველოში და მათი ინვესტიცია არის პასუხი ყველა იმ სკეპტიკოსზე, კრიტიკოსსა და უპასუხისმგებლო ადამიანზე, რომელიც ასე უცერემონიოდ საუბრობს იმაზე, რომ ჩვენ ვაზიანებთ ბიზნესგარემოს“, - აღნიშნა პრემიერმა.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)