|
2015-07-29 12:39:03, 555 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე: დამსაქმებლებს ევალებათ, დასაქმებულებს კომფორტული პირობები შეუქმნან
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საერთაშორისო დონეზე არ არსებობს ნორმა, რომელიც სხვადასხვა გარე ტემპერატურის დროს სამსახურებს აჩერებდეს. მისივე თქმით, 2014 წელს მთავრობის მიერ შემუშავებული დადგენილების თანახმად, დამსაქმებლებს ევალებათ დასაქმებულებს კომფორტული სამუშაო პირობები შეუქმნან. „მიკრო კლიმატს სამუშაო პერიოდში აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, მხედველობაში მაქვს სამუშაო გარემოში ტემპერატურა, ტენიანობა,ჰ აერის მოძრაობის სიჩქარე და ა.შ. 21–ე საუკუნის ერთ–ერთი მთავარი გამოწვევა არის კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა, ამიტომ, თანდათანობით გარემოში ტემპერატურა მატულობს, მართალია ძალიან მცირედ, მაგრამ მატულობს. ეს დაკავშირებულია მთელი რიგი დაავადებების გამწვავების რისკთან, ამიტომაც, გარე ტემპერატურა მოქმედებს სამუშაო პირობებზე, ოთახის შიდა ტემპერატურაზე“, – აღნიშნა გამყრელიძემ. გამყრელიძის განცხადებით, ნორმატიული აქტებით რეგულირდება მხოლოდ სამუშაო ადგილები შიდა ტემპერატურის თვალსაზრისით. როგორც მან განმარტა, თუ ოთახში ტემპერატურა 28 გრადუსია, ადამიანს შეუძილა 5–6 საათი გადაბმულად იმუშაოს, შემდეგ დაისვენოს. ხოლო, თუ ოთახის ტემპერატურა 32 გრადუსს აღწევს, მაშინ დასაქმებულმა ყოველ ერთ საათში ერთხელ უნდა დაისვენოს. „მოცემულია სიმძმის მიხედვით 3 ხარისხის სამუშაოები. ადამიანები სადაც 10 კილოგრამზე მეტ ტვირთს ეზიდებიან , არის სამჭედლო, სამეტალურგიო მძიმე სამუშაოები, დადგენილია, თუ შიდა ტემპერატურა არის 32 გრადუსზე მეტი, ადამიანმა ყოველ ერთ საათში უნდა დაისვენოს და გაგრილდეს. თუ ოთახის ტემპერატურა 28 გრადუსია, ადამიანს შეუძლია 5–6 საათი გადაბმულად იმუშაოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძე. ხოლო, მათ ვისაც შენობის გარეთ უწევს მუშაობა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს რეკომენდაციას, დასაქმებულებმა ყოველ ერთ საათში დაისვენონ და გაგრილდნენ.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)