|
2020-01-28 10:53:51, 1880 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორია თანამდებობებს ტოვებს
უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, დაზვერვის სამსახურის უფროსი ლევან იზორია თანამდებობებს ტოვებს. ამის შესახებ მან PosTV-ს ეთერში განაცხადა. როგორც იზორიამ აღნიშნა, საქმიანობას გერმანიაში, საქართველოს ელჩის თანამდებობაზე გააგრძელებს. „ჩემი მოღვაწეობის გაგრძელება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, როგორც სრულუფლებიანი ელჩის, ჯერ კიდევ დეკემბერში გადაწყდა. მე ამ წინადადებას სიამოვნებით დავთანხმდი. დეკემბერშივე დაიწყო შიდა პროცედურები და იანვრის დასაწყისში მქონდა გაცხადებული, რომ 27 იანვარს დავწერდი გათავისუფლების შესახებ განცხადებას, რათა დროც მქონოდა პირადი საქმეების მოსაგვარებლად. თებერვლის მიწირულს იგეგმება ჩემი იქ წასვლა“, - განაცხადა ლევან იზორიამ. შეგახსენებთ, ლევან იზორია დაზვერვის სამსახურის უფროსად გასული წლის სექტემბერში დაინიშნა. მანამდე ის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)