|
2020-01-27 12:10:52, 1774 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის საკრებულოსთან მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები აქციას მართავენ
თბილისის საკრებულოსთან მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები 23 იანვარს საკრებულოში მომხდარ ინციდენტს აპროტესტებენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ დაისაჯოს და მიეცეს პასუხისმგებაში ყველა ის დეპუტატი, ვინც ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდა. ასევე ისინი ითხოვენ, რომ აღნიშნულმა პირებმა დატოვონ თანამდებობები. ადგილზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ისინი აპირებენ საკრებულოს თავმჯდომარესთან შესვლას, რათა გიორგი ტყემალაძისგან პასუხები პირადად მოისმინონ. შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს თბილისის საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.ერთმანეთს „ქართული ოცნების“ დეპუტატები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი დაუპირისპირდნენ. ინციდენტის გამო სხდომა ჩაიშალა.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)