04:41 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-27 10:39:15, 913 ნახვა

საზოგადოება
სოფელ გლდანში, მაისურაძის ქუჩის დარჩენილ ნაწილზე გზის საფარის მოწყობა დაიწყო

სოფელ გლდანში, პატარა ტბის დასახლებაში, გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აგრძელებს. ამ ეტაპზე, მაისურაძის ქუჩის დარჩენილ ნაწილზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნულ მისამართზე გასული წლის ბოლოს წყალარინების ქსელის მოწყობა დასრულდა, რის შემდეგაც სანიაღვრე ქსელის მოწყობა დაიწყო  და  ახლაც მიმდინარეობს. სამუშაოების განხორციელების შედეგად, დაახლოებით, 4 422 კვ.მეტრ ფართობზე ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ბორდიურები და ფეხით სავალი ბილიკები.

პროექტისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს ,,იბერი“ ახორციელებს, 281 591 ლარია გათვალისწინებული.

სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გულია გოცირიძესთან ერთად გაეცნო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics