03:30 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-24 14:13:40, 1975 ნახვა

საზოგადოება
რეჟისორი გოგი თოდაძე გარდაიცვალა

დამსახურებული ქართველი რეჟისორი და მსახიობი გოგი თოდაძე, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გოგი თოდაძე იყო შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ასევე ათეული წლების განმავლობაში გოგი თოდაძე მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა.   

გოგი თოდაძეს სხვადასხვა თეატრებში 90-მდე სპექტაკლი აქვს დადგმული. მისი გახმაურებული სპექტაკლებია „ეზოში ავი ძაღლია“ და „ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი“.

გოგი თოდაძე ხელმძღვანელობდა სკოლა-სტუდია „ბერიკებს“, რომელმაც ქართული თეატრისა და კინოს ახალგაზრდა მსახიობთა თაობები აღზარდა. იყო მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics