|
2020-01-23 13:30:33, 1075 ნახვა
პოლიტიკა
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებენ
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები" საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიას მიმართავს. წერილს, რომელსაც ხელს ფრაქციის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აწერს, ნათქვამია, რომ პარლამენტარები საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრის მისვლას ითხოვენ. "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოგმართავთ საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" სახელით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უახლოეს სხდომაზე, არაუგვიანეს 2020 წლის თებერვლის თვისა, მოწვეულ იქნას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი შემდეგი საკითხების განსახილველად: 1. კერძო სატელევიზიო კომპანიების „რუსთავი 2"-ის, „იმედის" და „მაესტროს" ჯამურად 50 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო დავალიანების ამოღების გრაფიკი და აღნიშნული გრაფიკის შეთანხმების საფუძვლები. 2. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2019 წელს გამოვლენილი 100 მლნ ლარამდე ღირებულების ყალბი აქტივების საკითხზე ფინანსთა სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაცია და სამინისტროს პოზიცია. 3. საქართველოს პარლამენტში მთავრობის მიერ 2017 წელს შემოტანილ კანონპროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" ფინანსთა სამინისტროს პოზიცია. გთხოვთ, უზრუნველყოთ საქართველოს ფინანსთა მინისტრის დასწრება დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე", - ნათქვამია მიმართვაში.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)