|
2020-01-22 15:17:58, 1496 ნახვა
პოლიტიკა
ომბუდსმენი: წულუკიანმა დაარღვია პერსონალური მონაცემების შენახვის შესახებ კანონმდებლობა
„წულუკიანმა დაარღვია კანონმდებლობა პერსონალური მონაცემების შენახვის შესახებ, როდესაც სრულიად უკანონოდ შეინახა და შემდეგ გაასაჯაროვა აღნიშული კადრები“, - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ სახალხო დამცველის პენიტენციის ეროვნული მექანიზმმის მონიტორინგის კადრების გასაჯაროვების საკითხს. როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, ვიდეომასალაში არ ჩანდა სახალხო დამცველის მიერ კანონის დარღვევის ფაქტი, შესაბამისად მისთვის უცნობია, რა გახდა აღნიშნული ვიდეომასალის შენახვისა და დაარქივების საფუძველი. „რაც შეეხება ორ ვიდეომასალას, სადაც ჩანს სახალხო დამცველის წარმომადგენელი როგორ ესაუბრება პატიმარს და როგორ მუშაობს დაწესებულებაში, რომელიც გუშინ ქალბატონმა წულუკიანმა საკომიტეტო სხდომაზე გაასაჯაროვა, მე ვფიქრობ, რომ ადგილი ჰქონდა კანონის არაერთგზის დარღვევას მისი მხრიდან. პირველ რიგში სახალხო დამცველის წარმომადგენლის შეხვედრა პატიმართან არის კონფიდენციალური ინფორმაცია და ქალბატონმა წულუკიანმა კანონის დარღვევით გაასაჯაროვა ეს ინფორმაცია, თანაც იმგვარად, რომ ჩვენი წარმომადგენლის სახე არ იყო დაფარული. არანაირი კანონდარღვევა ჩემი წარმომადგენლის მხრიდან არ ფიქსირდებოდა და შესაბამისად, სრულიად წარმოუდგენელია, რა გახდა ამ ინფორმაციის შენახვის და დაარქივების საფუძველი. მე ვფიქრობ, რომ ქალბატონმა წულუკიანმა დაარღვია პერსონალური მონაცემების შესახებ კანონმდებლობა, როდესაც სრულიად უკანონოდ შეინახა და შემდეგ გაასაჯაროვა აღნიშნული კადრები. ამიტომ ჩვენ მივმართავთ პერსონალური მონაცემების დაცვის სახელმწიფო ინსპექტორს, რომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს აღნიშნული ჩანაწერების გასაჯაროება და გამოიყენოს მის ხელთ არსებული სანქცირების მექანიზმი“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)